Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სამარცხვინო მდგომარეობა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - ფოტოები თემქაზე მდებარე სასწავლო დაწესებულებიდან
ambebi.ge
21 September 2017, 15:21
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მშობელმა მიმართა და აცნობა, რომ თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის, არ იკეტება კარი, ასევე არსებობს საპნის და ხელსახოცის პრობლემა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტომ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მონიტორინგს რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ აღმოუჩენია.

"მდგომარეობა ყველგან მაქსიმალურად გამოსწორებულია. სადაც ადრე არ იყო სახარბიელო, იმ გაფრთხილების შემდეგ, რაც მინისტრის მხრიდან სკოლებს მიეცათ, ადმინისტრაცია ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს. შედეგი ესაა - საპირფარეშოებში პრობლემა აღმოფხვრილია," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.



თუმცა, სულ სხვას მოწმობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ის არასახარბიელო მდგომარეობა, რაც თბილისში, თექმაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაშია. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ მოგვაწოდა და შესაბამისი განმარტებაც გააკეთა:

"ერთი კვირაა ვაწარმოებ მიმოწერას განათლების სამინისტროსთან და დღეს უკვე ჩვენი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით ვაგზავნით ოფიციალურ მიმართვებს მინისტრის და ინფრასტრუქტურის სააგენტოს სახელზე და ვითხოვ Advertisement თბილისის 138-ე საჯარო სკოლაში არსებულ ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაზე რეაგირებას.

გიგზავნით ფოტოებს რაც პირადად მე გადავიღე ამ სკოლაში, ჩემი შვილი მეორე კლასის მოსწავლეა 138-ე სკოლაში; მისი საკლასო ოთახი უკარო საპირფარეშოს გვერდითაა რომელშიც ნეტა მარტო საპნის პრობლემა იყოს... აუტანელი სუნი დგას დერეფანშიც.

ფაქტიურად ყოველგვარი ჰიგიენური სტანდარტებია დარღვეული, ამასთან არ არის უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის. ჭერი და იატაკი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არ გარემონტებულა" - წერს ნინო ტლაშაძე.



წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი